მთავარი მთავარი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯუდო ბუდაპეშტის გრან სლემით ბრუნდება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯუდო ბუდაპეშტის გრან სლემით ბრუნდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
37 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო 8-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, უნგრეთში ჯუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.

ბუდაპეშტის გრან-სლემზე სპორტსმენები 69 ქვეყნიდან გამოვლენ.

პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ღირსებას 6 ჯუდოკა დაიცავს.
ესენია: ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ფრიდონ გიგანი (-73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ), ლევან მატიაშვილი (+100კგ)

ტურნირი სტარტს 23 ოქტომბერს აიღებს და 3 დღეს გაგრძელდება.

23 ოქტომებერს მედლები ვაჟთა – 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო ქალთა შორის – 48, 52, 57 კგ–ში.


24 ოქტომბერს ტატამი ვაჟთა შორის – 73, 81, 90 კილოგრამში მოასპარეზე ფალავნებს დაეთმობათ, ხოლო ქალთა შორის 63 და 70.

ტურნირის ბოლო დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 100 და +100 კგ–ში, ხოლო ქალთა შორის – 78 და +78 კგ–ში გამოვლინდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი