მთავარი მსოფლიოიტალია ალვარო მორატას დუბლი და ანდრეა პირლოს წარმატებული დებიუტი – ,,იუვენტუსმა” ,,დინამოს” სძლია

ალვარო მორატას დუბლი და ანდრეა პირლოს წარმატებული დებიუტი – ,,იუვენტუსმა” ,,დინამოს” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა დაიწყო.

კიევის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” ადგილობრივი ,,დინამო” ტურინის ,,იუვენტუსს” დაუპირისპირდა.

იტალიური გუნდი კიევში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრისტიანუ რონალდუს გარეშე ჩავიდა.
რონალდუს კორონავირუსი აქვს და განმეორებითი ტესტის პასუხს ტურინში ელოდება.

დანაკლისის მიუხედავად, ,,იუვენტუსმა” მასპინძლებზე კარგად ითამაშა და 2:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის გმირი ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა გახდა. ,,ბებერი ქალბატონების” რიგებში დაბრუნებულმა პირინიელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა.

მატჩის პირველი ტაიმი უღიმღამო აღმოჩნდა.
რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა.

მეორე ნახევრის დასაწყისშივე ,,იუვენტუსი” დაწინაურდა.
შვედ დეიან კულუშევსკის დარტყმული ბურთი ,,დინამოს” მეკარემ გეორგი ბუშჩანმა უხეიროდ ცხვირწინ მოიგერია. იქვე ესპანელი ალვარო მორატა გაჩნდა და კიეველთა კარი მშვიდად დალაშქრა.

ალვარო მორატამ 84-ე წუთზე დუბლი გაიფორმა.
ესპანელმა ფორვარდმა ბურთი მეტოქის კარში თავით კოლუმბიელ ხუან კუადრადოს პასით გადაგზავნა.

,,იუვენტუსის” მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე ანდრეა პირლოს დებიუტი შედგა. მისმა კლუბმა კი ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

ამავე ჯგუფში ,,ბარსელონა” 3 ქულის მოპოვებას შინ, ,,ნოუ კამპის” სტადიონზე უნგრულ ,,ფენერცვაროშთან” შეეცდება.

ჩემპიონთა ლიგა
პირველი ტური
კიევი ,,ოლიმპიური სტადიონი”

,,დინამო” (კიევი) 0:2 ,,იუვენტუსი” (იტალია)
46′ 84′ მორატა (0-1, 0-2),

,,დინამო“: ბუშჩანი, კეძიორა, ზაბარნი, მიკოლენკო, კარავაევი (70′ პოპოვი), ბუიალსკი (89′ გარმაში), სიდორჩუკი, შაპარენკო, ციგანკოვი (70′ ვერბიჩი), დე პენა (60′ გერსონ როდრიგესი), სუპრიაგა
მთავარი მწვრთნელები: მირჩა ლუჩენკო

,,იუვენტუსი“: სშჩესნი, დანილო, ბონუჩი, კიელინი (19′ დემირალი), კიეზა, ბენტანკური (79′ არტური), რაბიო, კუადრადო, რემსი (79′ ბერნანდეში), კულუშევსკი (56′ დიბალა), მორატა
მთავარი მწვრთნელები: ანდრეა პირლო

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი