მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგა: ,,ზენიტი” საკუთარ კედლებში დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგა: ,,ზენიტი” საკუთარ კედლებში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში რუსულმა კლუბმა ,,ზენიტმა”
ბელგიურ ,,ბრიუგესთან” მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში 1:2 წააგო.

სანქტ პეტერბურგის ,,გაზპრომ არენაზე” გამართული მატჩის ბოლო წამებზე გოლის გატანა ბელგიელმა ნახევარმცველმა შარლ დე კატელაერემ მოახერხა და ,,ბრიუგეს” 3 ქულა მოუტანა.

,,ზენიტმა” კი უშუალო კონკურენტთან მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ცუდად დაიწყო.

ამავე ჯგუფში ,,ლაციოს” და ,,დორტმუნდის” დაპირისპირება ამ წუთებში მიმდინარეობს.

ჩემპიონთა ლიგა
პირველი ტური
სანქტ პეტერბურგი ,,გაზპრომ არენა”

,,ზენიტი” (რუსეთი) 1:2 ,,ბრიუგე” (ბელგია)
63′ დენისი (0-1), 74′ ჰორვატი ა.გ. (1-1), 90+3′ დე კატელაერე (1-2)

,,ზენიტი”: კერჟაკოვი, კარავაევი, ლოვრენი, რაკიცკი, კრუგოვოი, კუზიაიევი (72′ ვენდელი), ბარიოსი, ოზდოევი (88′ ეროხინი), დრიუსი (72′ მოსტოვოი) აზმუნი, ძიუბა
მთავარი მწვრთნელი: სერგეი სემაკი

,,ბრიუგე“: ჰორვატი, მატა პედრო, მეჩელე, რიჯა, სობოლი, ვოლმერი, ვანაკენი, რიცი, დიატა (77′ ლანგი), დე კატელაერე, დენისი (82′ ბაჯი)
მთავარი მწვრთნელი: ფილიპ კლემენტი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი