მთავარი მსოფლიოინგლისი ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება პარიზში გამარჯვებით აღნიშნა

,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება პარიზში გამარჯვებით აღნიშნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” პარიზში, ,,პარკ დე ფრენსის” სტადიონზე ადგილობრივი ,,პსჟ” დაამარცხა.

საფრანგეთის დედაქალაქში გამართული ორთაბრძოლა დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა.

ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიტანა და შეხვედრა 2:1 მოიგო.

მანჩესტერელებმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნეს.
,,წითელ ეშმაკების” სასარგებლოდ დანიშნული პენალტი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბრუნო ფერნანდეშმა გამოიყენა.

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტებმა წონასწორობა 55-ე წუთზე აღადგინეს.
,,წითელი ეშმაკების” ფრანგმა ფორვარდმა ენტონი მარსიალმა
კუთხურიდან მოწოდებული ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

87-ე წუთზე ფრანგ პოლ პოგბას პასით მარკუს რაშფორდმა იხეირა და ,,მანჩესტერ იუნაიტედს” 3 ქულა მოუტანა.

G ჯგუფში კატალონიურმა ,,ბარსელონამ” უნგრეთის ,,ფერენცვაროშს” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება ჩაუმწარა.

როლანდ კუმანის ბიჭებმა ლაშა დვალის გუნდს 5:1 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მატჩის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე მწვრთნელებმა არ შეიყვანეს.

F ჯგუფში რომში, ,,ლაციომ” დორტმუნდის ,,ბორუსიას” დამაჯერებლად 3:1 სძლია.

E ჯგუფში ლონდონში ,,ჩელსი” და ,,სევილია” გოლის გატანის გარეშე დაზავდნენ

E ჯგუფი
,,ჩელსი” (ინგლისი) 0:0 ,,სევილია” (ესპანეთი)

,,რენი” (საფრანგეთი) 1:1 ,,კრასნოდარი” (რუსეთი)
56′ გუირასი პენ. (1-0), 59′ რამირესი (1-1)

F ჯგუფი
,,ლაციო” (იტალია) 3:1 ,,დორტმუნდი” (გერმანია)
6′ იმობილე (1-0), 23′ ლუის ფელიპე (2-0), 71′ ჰაალანდი (2-1), 76′ აკპა აკპრო (3-1)

,,ზენიტი” (რუსეთი) 1:2 ,,ბრიუგე” (ბელგია)

G ჯგუფი
,,ბარსელონა” (ესპანეთი) 5:1 ,,ფერენცვაროში” (უნგრეთი)
27′ მესი პენ. (1-0), 42′ ფატი (2-0), 52′ კოუტინიო (3-0), 70′ ხარატინი (3-1), 82′ პედრი (4-1), 89′ დემბელე (5-1)
გაძევება: 68′ პიკე (,,ბარსელონა”)

,,დინამო” (კიევი, უკრაინა) 0:2 ,,იუვენტუსი” (იტალია)

H ჯგუფი
,,პსჟ” (საფრანგეთი) 1:2 ,,მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
23′ ბრუნო ფერნანდეში პენ. (0-1), 55′ მარსიალი ა.გ. (1-1), 87′ რაშფორდი (1-2)

,,ლაიპციგი” (გერმანია) 2:0 ,,ბასაქშეჰირი” (თურქეთი)
16′ 20′ ანგელინო (1-0, 2-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი