მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე მოქმედი ჩემპიონი ჩაერთვება – დავით ხოჭოლავა ,,რეალის” წინააღმდეგ იბრძოლებს

ჩემპიონთა ლიგაზე მოქმედი ჩემპიონი ჩაერთვება – დავით ხოჭოლავა ,,რეალის” წინააღმდეგ იბრძოლებს

ავტორი კახა მიხანაშვილი

დღეს, 2020-21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები გაგრძელდება.

ევროპის სტადიონებზე რამდენიმე საინტერესო შეხვედრა შედგება.

ქართველი ქომაგის ყურადღება მადრიდისკენ იქნება მიმართული.
,,რეალის” წინააღმდეგ შესაძლოა, ,,შახტარისა” და  საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ ითამაშოს.

A ჯგუფი
,,ზალცბურგი” (ავსტრია) : ,,ლოკომოტივი” (რუსეთი) (21:00)

,,ბაიერნი” (გერმანია) : ,,ატლეტიკო” ,(ესპანეთი) (23:00)

ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მიუნხენის ,,ბაიერნი”  მადრიდის ,,ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

ბავარიელები შეხვედრას რამდენიმე დანაკლისით ხვდებიან.
გერმანულ კლუბს სერჟ გნაბრი, ლეროი სანე, ნიკოლას ფელდჰანი, მალიკ ტილმანი და ფრანგი ტანგუი კუასი არ ეყოლება.

მადრიდელბი კი ტრავმის გამო დიეგო კოშტას და ხორვატ სიმე ვრსალკოს მოისაკლისებენ.
მიკრო ტრავმები ურუგვაელ ხოსე მარია ხიმენესს, ბრაზილიელ ლონან ლოდის და საულ ნიგესს აწუხებთ.

,,რეკორდმაისტერი” შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება.
მათ ბუნდესლიგაში ბილეფილდის ,,არმინია” 4:1 გაანადგურეს.
იმ მატჩში დუბლები პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ და თომას მიულერმა შეასრულეს.

,,ატლეტიკომ” კი ლა ლიგაზე ,,სელტას” ურუგვაელ ლუის სუარესისა და ბელგიელ  იანიკ კარასკოს გოლებით 2:0 მოუგო.

,,ბაიერნი” და ,,ატლეტიკო” ერთმანეთს მეშვიდედ ხვდებიან.
განვლილი 6 დაპირისპირებიდან 3-ჯერ გერმანულმა კლუბმა გაიმარჯვა.  2 ბრძოლა მადრიდელებმა მოიგეს, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

B ჯგუფი
,,რეალი” (ესპანეთი) : ,,შახტარი” (უკრაინა) (21:00)

,,ინტერი” (იტალია) : ,,გლადბახი” (გერმანია) (23:00)

მადრიდში, ,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე ,,რეალი” დონეცკის ,,შახტარს” უმასპინძლებს.

მადრიდელებს ტრავმის გამო უკრაინული გუნდი წინააღმდეგ ბელგიელი  ედენ აზარი, დანი კარვახალი და ნორვეგიელი მარტინ ოდეგაარდი არ ეყოლება.
საეჭვია, სერხიო რამოსის, მარიანო დიასის და ალვარო ოდრიოსოლას თამაშიც.

თავის მხრივ, ,,შახტარიდან” მატჩს ბრაზილიელი ისმაილი, ევგენი კანაპლიანკა და სერგეი კრივცოვი გამოტოვებენ.

,,რეალმა” ლა ლიგის ბოლო შეხვედრა შინ, ,,კადისთან” 0:1 წააგო.

,,შახტარმა” კი ,,ლვოვი” 5:1 გაანადგურა.
შეხვედრაში ხოჭოლავა საგოლე პასით გამოირჩა და გუნდის წარმატებაშიც თავისი წვლილი შეიტანა.

,,რეალი” და ,,შახტარის” გზები ისტორიაში აქამდე 2-ჯერ გადაიკვეთა.
ორივეჯერ გამარჯვებას ,,სამეფო კლუბმა” მიაღწია.

ამავე ჯგუფში მილანში, ,,ჯუზეპე მეაცას” სტადიონზე ,,ინტერი” გერმანულ კლუბ ,,გლადბახს” დაუპირისპირდება.

,,ინტერს” დღევანდელ მატჩში რობერტო გალიარდინი, ბელგიელი რაჯა ბაინგოლანი, რუმინელი ანდრეი რადუ, სლოვაკი მილან სკრინიაკი, ურუგვაელი მატიას ვეკინო და ინგლისელი ეშლი იანგი ვერ დაეხმარება.

,,გლადბახში” კი მკურნალობის კურსს სლოვაკი ლასზლო ბენეში, ლუის ჯორდან ბაიერი, ავსტრიელი ვალენტინო ლაზარო, დანიელი ანდრიას პოულსენი, პარაგვაელი ხულიო ვალალბა და შვეიცარიელი
დენის ზაკარია გადიან.

,,ინტერმა” რამდენიმე დღის წინ მილანურ დერბიში ,,მილანთან” 0:2 წააგო.
,,გლადბახმა” კი ,ვოლფსბურგთან” ფრედ 1:1 ითამაშა.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ოთხ მატჩს ითვლის.
მათ 2-2 ორთაბრძოლა აქვთ მოგებული.

C
,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) : ,,პორტუ” (პორტუგალია) (23:00)
,,სიტი”: ვერ ითამაშებენ: კევინ დე ბრუინი, გაბრიელ ჟესუსი, აიმერიკ ლაპორტე, ბენჟამინ მენდი (ტრავმა)
,,პორტუ”: ვერ ითამაშებენ: ივან მარკანო, მუჰამედ მბაიე
ურთიერთშეხვედრები: 2:0

,,ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) : ,,მარსელი” (საფრანგეთი) (23:00)
,,ოლიმპიაკოსი”: ვერ ითამაშებენ: უგო კუიპერსი,  ტიაგო სილვა, პეპე
,,მარსელი”: ბუბაქარ კამარა
ურთიერთშეხვედრები: 1:3

D
,,მიდტიულანდი” (დანია) : ,,ატალანტა” (იტალია) (23:00)
,,მიდტიულანდი”: ვერ ითამაშებენ: ჟუნიორ ბრუმადო, კრისტიან დირკ რისი.
,,ატალანტა”: მატია კალდარა, მარკო კარნესეჩი, პიერლუიჯი კოლონი, რუსლან მალინოვსკი, კრისტიანო პიჩინი, ბოშკო სუტალო
ურთიერთშეხვედრები: 0:0

,,აიაქსი” (ნიდერლანდები) : ,,ლივერპული” (ინგლისი) (23:00)
,,აიაქსი”: ვერ ითამაშენენ:  ენტონი
,,ლივერპული”: ვერ ითამაშებენ: ალისონი, ტიაგო ალკანტარა, ვირჯილ ვან დეიკი, ალექს ოქსეი-ჩემბერლენი, ჯოელ მატიპი.
ურთიერთშეხვედრები: 1-1-0

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი