მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ლევან მაისაშვილი: ,,თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა შოტლანდიასთან კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა”

ლევან მაისაშვილი: ,,თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა შოტლანდიასთან კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

,,თუ   უთამაშებლობამ თავი არ იჩინა
შოტლანდიასთან კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა”- აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის ,,ბორჯღალოსანთა” შემადგენლობის დასახელების შემდეგ.

მაისაშვილმა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეებზე ისაუბრა. მან ასევე სინანულით აღნიშნა, რომ იძულებულნი არიან ნაკრებში გამოძახებული  ლეგიონერები კლუბებში გავუშვან, რითაც  ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება წყალში ჩაუვარდათ.

ლევან მაისაშვილი:
„თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. ბექა გიგაშვილმა ფინალი ტრავმირებული ფეხით ითამაშა, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას. მას ფეხი ახლაც აწუხებს. დებიუტი ექნება ლექსო ყაულაშვილს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამ მოკლე პერიოდში, გუნდის მზადების პროცესში კარგად ჩაერთო. ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა ლაშა ხმალაძემ. ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ამ თამაშს გამოტოვებს.
გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი. შეცვლაზეა გიორგი ჯავახია, რომელიც ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშებს. ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მთლიანობაში, მარქაფაში ისეთი მორაგბეები არიან, რომლებმაც გუნდში ენერგია უნდა შემოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, ვთვლი, რომ ოპტიმალურად მოვახერხეთ შეტევისა და დაცვის სქემების გავლა და თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა.

ამ ეტაპზე სრულად შოტლანდიასთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული და რუსეთთან მატჩის გადადებას შემადგენლობის შერჩევაზე არანაირი გავლენა არ ქონია. რუსეთთან შეხვედრა განიხილებოდა მოსამზადებელ ეტაპად „რვა ერისთვის“. ვგეგმავდით, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ განგვეხორციელებინა ცვლილებები. ასევე ცუდია ის, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, იძულებული ვართ ლეგიონერები კლუბებში გავუშვათ. ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება წყალში ჩაგვივარდა. დანარჩენი მორაგბეები საქართველოში ვბრუნდებით და მზადებას ადგილზე გავაგრძელებთ, ინგლისთან თამაშამდე კი, სრულფასოვნად მოსამზადებლად არასრული ერთი კვირა გვექნება“. – აცხადებს ლევან მაისაშვილი.

შოტლანდიისა და საქართველოს ტესტ-მატჩი ედინბურგში ,,მარიფილდის” სტადიონზე 23 ოქტომბერს, გაიმართება.

შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 22:30 საათზე აიღებს.

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი