მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ტურინის “იუვენტუსის” შემტევს, კრიშტიანუ რონალდუს კოვიდ–19 აღმოაჩნდა და დროებით ფეხბურთს ჩამოშორდა. პორტუგალიელმა ახლახანს განმეორებითი ტესტი ჩაიტარა და სამწუხაროდ, პასუხი ისევ დადებითი აღმოჩნდა.
ამგვარად, “იუვეს” შვიდიანი აუცილებლად გამოტოვებს 28 ოქტომბერს გასამარტ მატჩს, რომელსაც, ბევრი ასე ძალია, სწორედ რონალდუს გამო ელოდა, კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ. უეფას პროტოკოლის მიხედვით, ფეხბურთელს იმ შემთხვევაში მიეცემა მოედანზე დაბრუნების უფლება, თუ ტესტი უარყოფით პასუხს, მატჩამდე 1 კვირით ადრე აჩვენებს.
რონალდუ კორონავირუსით 13 ოქტომბერს დაინფიცირდა, რის გამოც უკვე ორი შეხვედრა გამოტოვა – “კროტონესთან” და კიევის “დინამოსთან”