მთავარი საქართველოლეგიონერები ევროპა ლიგა: ნიკა კაჭარავას ,,ლეხი” დამარცხდა – ნიკა ნინუას ,,პაოკმა” ქულა მოიპოვა

ევროპა ლიგა: ნიკა კაჭარავას ,,ლეხი” დამარცხდა – ნიკა ნინუას ,,პაოკმა” ქულა მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ევროპა ლიგაზე რამდენიმე წუთის წინ პირველი ტურის შეხვედრები დასრულდა.

ნიკა კაჭარავას ,,ლეხმა” საკუთარ კედლებში უხვგოლიან ბრძოლაში ლისაბონის ,,ბენფიკასთან” 2:4 წააგო.

პოზნანში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრების ფორვარდი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა.
კაჭარავამ დუბლის ავტორი შვედი მაიკლ იშაკი შეცვალა.

ამავე ჯგუფში
გლაზგო ,,რეინჯერსმა” სტუმრად, ლიეჟის ,,სტანდარდს” 2:0 სძლია.

E ჯგუფში სალონიკის ,,პაოკი” და კვიპროსის ,,ომონიასთან” დაზავდა.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

,,პაოკის” რიგებში ნიკა ნინუას არ უთამაშია. ქართველი ბერძნული კლუბის განაცხადში იყო, თუმცა მწვრთნელებმა მთელი შეხვედრა სათადარიგო სკამზე დატოვეს.

ამ ჯგუფში ესპანური ,,გრანადა” გალიდერდა. პირინიულმა კლუბმა სტუმრად, ,,პსვ ეინთჰოვენს” 2:1 სძლია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი