მთავარი მსოფლიოევროლიგა ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ,,ცსკა” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ,,ცსკა” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგაზე მოსკოვის ,,ცსკამ” მე-5 ტურის შეხვედრა ჩაატარა.

თორნიკე შენგელიას გუნდი სტუმრად, ბელგრადში ,,ცრვენა ზვეზდას” დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ორთაბრძოლის ბედი ოვერტაიმში გაირკვა.

საბოლოოდ, ,,ცრვენა ზვეზდამ” 2-ქულის სხვაობით 86-84 გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელია ,,ცსკას” სათადარიგო შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 21:02 წუთი გაატარა.
ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

მატჩის MVP სერბული კლუბის ამერიკელი კალათბურთელი ჯორდან ლოიდი გახდა. მან 31 ქულა, 6 მოხსნა და ერთი პასი მიითვალა.
,,რედ სტარს” 12 ქულით ამერიკელი ტორიან ვალდენი შეეწია.

,,ცსკასგან” 29 ქულით იტალიელი დანიელ ჰაკეტი გამოირჩა.
ამერიკელმა უილ კლაიბურნმა 18 ქულა მოიპოვა.

,,ცსკას” განვლილი 5 ტურის შემდეგ
2 მოგება და 3 მარცხი გააჩნია.
რუსული კლუბი სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება.

თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგაზე მორიგ შეხვედრას 29 ოქტომბერს, შინ, ესპანურ ,,ვალენსიასთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი