მთავარი მთავარი დაბადების დღეს გილოცავ ბოსს! – მესუთ იოზილმა არსენ ვენგერს 71 წლის იუბილე მოულოცა

დაბადების დღეს გილოცავ ბოსს! – მესუთ იოზილმა არსენ ვენგერს 71 წლის იუბილე მოულოცა

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ლონდონის ,,არსენალის” ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელს არსენ ვენგერს 71  წელი შეუსრულდა.

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტს დაბადების დღე ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა მიულოცა.

იოზილმა ვენგერთან გატარებული წლები გაიხსენა და მას პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

მესუთ იოზილი: ,,დაბადების დღეს გილოცავ ბოსს! – მადლობა იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ ,,არსენალში” მოსვლის პირველი დღიდან, უკანასკნელ დღემდე გამოხატავდით.
თქვენთან ერთად ლონდონურ კლუბში დაუვიწყარი წლები გავატარე.
თქვენ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ხართ.
თქვენ ხართ, სამართლიანი და პატიოსანი ადამიანი.
მისტერ ვენგერ, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. “- წერს ,,ფეისბუქზე” ,,არსენალის” ფეხბურთელი მესუთ იოზილი.

არსენ ვენგერი ლონდონის ,,არსენალს”  22 წლის განმავლობაში 1996–2018 წლებში წვრთნიდა.  მისი ხელმძღვანელობით გუნდმა
3-ჯერ პრემიერლიგა,  7-ჯერ ინგლისის თასი და 7-ჯერ  სუპერთასი მოიპოვა.

იოზილი და ვენგერი კი ,,არსენალში” ერთად 5 წლის განმავლობაში იყვნენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი