მთავარი მთავარი დევიდ პოქოქმა სარაგბო კარიერა დაასრულა

დევიდ პოქოქმა სარაგბო კარიერა დაასრულა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ავსტრალიელმა მორაგბემ დევიდ პოქოქმა  32 წლის ასაკში სარაგბო კარიერა დაასრულა.

დევით პოქოქი ზიმბაბვეს ქალაქ გვერუში 1988 წლის, 23 აპრილს დაიბადა.  მან რაგბის თამაში ინგლისში ანგლიკანური ეკლესიის გრამატიკის სკოლაში დაიწყო.

კარიერის განმავლობაში ფლანკერის (N8) პოზიცოაზე მოთამაშე პოქოქი იაპონურ კლუბ ,,პანასონიკ ვილდ კნიგცში” გამოდიოდა.

სუპერ რაგბიში კი ავსტრალიური კლუბების ,,ვესტერნ ფორსისა” და ,,ბრამბსის” ღირსებას იცავდა.

დავიდ პოქოქს ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებში  78 კეპი აქვს მოხვეჭილი და 9 ლელო გატანილი. მის ანგარიშზე ჯამში 45 ქულაა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი