მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები გრეგორ თაუნსენდი: ,,მოტივირებული საქართველოს წინააღმდეგ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბიჭები შევარჩიეთ”

გრეგორ თაუნსენდი: ,,მოტივირებული საქართველოს წინააღმდეგ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბიჭები შევარჩიეთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ,,ბორჯღალოსანთა” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ბრიტანული ნაკრების თავკაცმა საუბარი მილოცვით დაიწყო. მან გულშემატკივრებს და რაგბის სამყაროს სანაკრებო სეზონის განახლება მიულოცა.

გრეგორ თაუნსენდი: ,,გილოცავთ სანაკრებო სეზონის განახლებას.
პანდემიის გამო დიდი დრო გაგვიცდა.
მიხარია, რომ მორაგბეები, სანაკრებო შეკრებას დაუბრუნდნენ.
შემოდგომის სერიებს საქართველოსთან მატჩით ვიწყებთ. ამ გუნდთან შეხვედრისას ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოჩნდება.

საქართველოს ნაკრებს მწვრთნელთა ახალი ჯგუფი ჰყავს,
რომლებსაც სურთ, რომ ეროვნულ ნაკრებს საკუთარი ხელწერა დაატყონ. ასე რომ, ჩვენ მოტივირებული მეტოქის წინააღმდეგ
ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბიჭები შევარჩიეთ. ქართველებთან შეხვედრა 6 ერის ბოლო ტურის დაპირისპირებაში, ასევე 8 ერის ახალი ტურნირის მზადების პროცესში დაგვეხმარება.” – ამბობს შოტლანდიელთა მთავარი მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი.

შოტლანდიისა და საქართცელოს ტესტ-მატჩი 23 ოქტომბერს, ედინბურგში გაიმართება.

შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი