მთავარი საქართველოეროვნული ლიგა თბილისური დერბი ,,დინამოს” გამარჯვებით დასრულდა

თბილისური დერბი ,,დინამოს” გამარჯვებით დასრულდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მე-12 ტურის შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა.

,,დინამო არენაზე” ერთმანეთის პირისპირ ,,დინამო” და ,,საბურთალო” წარსდგნენ.

მატჩის გმირი ,,დინამოს” ფეხბურთელი ნიკა ქავთარაძე გახდა. მან დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მე-12 წუთზე დაწინაურდა. 11-მეტრიანის ნიშნულიდან გუნდი ნიკა ქავთარაძემ დააწინაურა.

21-ე წუთზე ქავთარაძე ასისტენტის როლში მოგვევლინა. მისი პასით გიორგი პაპავამ იხეირა.

მე-40 წუთზე ნიკა ქავთარაძემ დუბლი გაიფორმა.

41-ე წუთზე ,,დინამო” კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა მოედნიდან გიორგი პაპავა გააძევა.

ერთადერთი ე.წ. პრესტიჟის გოლი ,,საბურთალოს” ფეხბურთელებმა 71-ე წუთზე გაიტანეს. პენალტი გოლად გუნდის კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა აქცია.

საბოლოოდ, თბილისის ,,დინამომ” 3:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

,,საბურთალო” კი 20 ქულით ნე-4 პოზიციას იკავებს.

,დინამო” (თბილისი)   3-1  ,,საბურთლო” (თბილისი)
12′ ქავთარაძე პენ.(1-0) 21′ პაპავა (2-0),  40′  ქავთარაძე  (3-0), 71′  მარგველაშვილი პენ. (3-1)
გაძევება: 41′ პაპავა, 97′ მონხილი (ორივე დინამო)

,,დინამო”:  კვასხვაძე, იაშვილი (73′ ტრუბოჩკინი), მონხილი, ბენიო, კობოური, ქარდავა, პაპავა, ქიმაძე, პერნამბუკუ (81′ ორშულა), კუხიანიძე (60′ მექვაბიშვილი) ნ. ქავთარაძე

,,საბურთალო”:  ლ. კუპატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, გრიგალაშვილი (83′ ჟარდელ ნაზარე), მალი, ცნობილაძე (46′ გოჩოლეიშვილი), ტერა, ალთუნაშვილი, ბუმალი, გულიაშვილი, ბ. ქავთარაძე (59′ მაჭარაშვილი)
მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი