მთავარი მსოფლიოევროლიგა ,,ელ კლასიკო” ევროლიგაზე – ,,ბარსელონამ” ,,რეალს” სძლია

,,ელ კლასიკო” ევროლიგაზე – ,,ბარსელონამ” ,,რეალს” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგის მე-5 ტურში ერთმანეთს მტერ-მეტოქეები ,,ბარსელონა” და ,,რეალი” დაუპირისპირდნენ.

,,პალაუ ბრაუგრანას” დარბაზში გამართულ ორთაბრძოლაში უკეთ კატალონიურმა კლუბმა ითამაშა და დაუძინებელ მტრებს 7-ქულიანი სხვაობით 79-72 სძლია.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 15 ქულა ,,ბარსელონას” სლოვენიელმა კალათბურთელმა კაილი კურიჩმა დააგროვა.
თანაგუნდელს მხარი 14 ქულით ამერიკელმა ბრენდონ დევისმა აუბა. კიდევ ერთმა ამერიკელმა კორი ჰიგინსმა თავი 13 ქულას მოუყარა.

,,სამეფო კლუბიდან” ამერიკელი ტრეი ტომპკინსი გამოირჩა.
მან პარკეტზე 28:35 წუთი დაჰყო და 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ტომპკინსი მატჩის MVP გახდა.

მადრიდელმა ალბერტო აბალდემ 13 ქულა ჩააგდო.

,,ბარსელონას” 4 მოგების წილ, ერთი მარცხი გააჩნია და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს.

,,რეალს” კი პირიქით, 1 მოგება და 4 წაგება აქვს.
,,სამეფო კლუბი” 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილს იკავებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი