მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ლევან მაისაშვილი: ,,„ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის“

ლევან მაისაშვილი: ,,„ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის“

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

,,ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა
შოტლანდიასთან თამაში შეაფასა
 და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ნაკრები მეტოქემ უშანსოდ დაამარცხა.

ლევან მაისაშვილი:  ,,რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს. მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ“.
ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის“. -აცხადებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

შოტლანდიისა და საქართველოს შორის გამართული ტესტ-მატჩი ,,ბორჯღალოსნებმა” დიდი ანგარიშით 7-48 წააგეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი