მთავარი საქართველოდიდი ათი ,,ლოკომოტივმა” ,,ვეფხვები” გაანადგურა

,,ლოკომოტივმა” ,,ვეფხვები” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მე-3 ტურის A ჯგუფის შეხვედრაში თბილისის ,, ლო ომოტივმა” პატარძეული ,,ვეფხვები” 33-ქულიანი სხვაობით 40:7 გაანადგურა.

თბილისი, ,,ავჭალის” სტადიონზე გამართულ ორთაბრძოლაში ,,რკინიგზელებმა” მეტოქეს 5 ლელო დაუდეს.

მატჩში დუბლი თბილისელთა კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ შეასრულა.

თითო ლელო ნიკა ჩიღვინაძემ, ვასკა ყველაიძემ და მირიან ქარჩხაძემ გაიტანეს.

ხუთიდან 3 გარდასახვა გამოცდილმა ფულბეკმა ბექა წიკლაურმა გამოიყენა.

კახური გუნდიდან კი ლელოს გატანა დაჩი ელერდაშვილმა მოახერხა. გარდასახვა ზუსტად პატარძეულელთა მგეზავმა
ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა შეასრულა.

,,ლოკომოტივს” A ჯგუფში 9 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება.
,,ვეფხვები” 4 ქულით მე-3 პოზიციას იკავებენ.

,,ლოკომოტივი” (თბილისი) 40:7 ,,ვეფხვები” (პატარძეული)

,,ლოკომოტივი” 5 ლელო: ჩიღვინაძე, ი.ქვათაძე (2), ყველაიძე, ქარჩხაძე  
3  გარდასახვა: წიკლაური (3)

,,ვეფხვები“:  ლელო: ელერდაშვილი
გარდასახვა: ბეჟუაშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი