მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,ელ კლასიკოში” ,,რეალმა” ,,ბარსელონას” სძლია და ლა ლიგას სათავეში ჩაუდგა

,,ელ კლასიკოში” ,,რეალმა” ,,ბარსელონას” სძლია და ლა ლიგას სათავეში ჩაუდგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს მტერ-მეტოქეები ,,ბარსელონა” და ,,რეალი” დაუპირისპირდნენ.

,,ნოუ კამპზე” გამართულ შეხვედრაში ,,სამეფო კლუბმა” სახელის შესაბამისი თამაში ჩაატარა და კატალონიურ გრანდს 3:1 სძლია.

დედაქალაქელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს. ფრანგ ქარიმ ბენზემას პასით ხელსაყრელ პოზიციაში დარჩენილმა ურუგვაელმა ფედერიკო ვალვერდემ ბრაზილიელი მეკარის ნეტო კარი დალაშქრა.

სამიოდე წუთში ,,ბარსელონას” 17 წლის შემტევმა ანსუ ფატიმ ჟორდი ალბას პასით წობასწორობა აღადგინა.

63-ე წუთზე ,,რეალის” სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.
11-მეტრიანი უტყუარობა მსაჯმა ვიდეორეფერთან გადაამოწმა.
მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა შანსი გამოიყენა და გუნდი წინ გაიყვანა.

შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ხორვატმა ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა კატალონიელთა კატში ულამაზესი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლა ლიგა
მე-7 ტური
ბარსელონა, ,,ნოუ კამპი”

,,ბარსელონა” 1:3 ,,რეალი”
5′ ვალვერდე (0-1), 8′ ფატი (1-1), 63′ სერხიო რამოსი პენ. (1-2),  90′ მოდრიჩი (1-3)

,,ბარსელონა“: ნეტო, დესტი, პიკე, ლენგრე,  ალბა (87′ ბრაიტვეიტი), ბუსკეტსი (82′ დემბელე), დე იონგი, ფატი (81′ გრიზმანი), კოუტინიო, პედრი (81′ ტრინკაო), მესი
მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი

,,რეალი“: კურტუა, ნაჩო (43′ ლუკასი),  ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი, ვალვერდე (69′ მოდრიჩი), კაზემირო,  კროოსი, კაზემირო, ასენსიო (81′ როდრიგო), ჟუნიორ ვინისიუსი, ბენზემა
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი