ინგლისის პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ,,ლივერპულმა” მე-6 ტურის შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა.
,,ენფილდზე” გამართულ ორთაბრძოლაში მერსესაიდელებმა ,,შეფილდ იუნაიტედი” 2:1 დაამარცხეს.
მატჩში თავდაპირველად შეფილდელები დაწინაურდნენ.
,,ლივერპულის” მცველმა ბრაზილიელმა ფაბინიომ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია.
მსაჯმა ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ პენალტი დანიშნა.
11-მეტრიანი ზუსტად 22 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა სანდერ ბერგემ დაარტყა.
41-ე წუთზე ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ წონასწორობა აღადგინა. ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰის თავური ,,შეფილდ იუნაიტედის” მეკარემ აარონ რომსდეილმა მოიგერია. დამატებაში კი ფირმინომ ბურთი მეტოქის კარში მშვიდად შეაგორა.
63-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა თავისი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარის მოტივით კარის აღება მსაჯებმა არ დააფიქსირეს.
64-ე წუთზე სენეგალელ სადიო მანეს პასით მოწინააღმდეგის კარი თავური დარტყმით პორტუგალიელმა დიეგო ჟოტამ დალაშქრა.
,,ლივერპულმა” ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და თანაქალაქელ ,,ევერტონთან” ერთად სატურნირო ცხრილში I-II ადგილებს იყოფს.
,,ევერტონი” მე-6 ტურის შეხვედრას
25 ოქტომბერს, სტუმრად, ,,საუთჰემპტონთან” ჩაატარებს.
,,ასტონ ვილა” 0:3 ,,ლიდსი”
55′ 67′ 74′ ბამფორდი (0-1, 0-2, 0-3)
,,ვესტ ჰემი” 1:1 ,,მანჩესტერ სიტი”
18′ ანტონიო (1-0), 51′ ფოდენი (1-1)
,,ფულემი” 1:2 ,,კრისტალ პალასი”
8′ რიედვალდი (0-1), 64′ ზაჰა (0-2), 90+5′ ქერნი (1-2)
გაძევება: 88′ კამარა (,,ფულემი”)
,,მანჩესტერ იუნაიტედი” 0:0 ,,ჩელსი”
,,ლივერპული” 2:1 ,,შეფილდ იუნაიტედი“
13′ ბერნე პენ. (0-1), 41′ ფირმინო (1-1), 64′ ჟოტა (2-1)