მთავარი მსოფლიოგერმანია რობერტ ლევანდოვსკის ჰეთთრიკი და ,,ბაიერნის” მორიგი შოუ ბუნდესლიგაში

რობერტ ლევანდოვსკის ჰეთთრიკი და ,,ბაიერნის” მორიგი შოუ ბუნდესლიგაში

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის ,,ბაიერნი” ბრწყინვალე გამოსვლას აგრძელებს.

ბავარიელებმა მე-5 ტურის მატჩში ამჯერად, ფრანკფურტის ,,აინტრახტი” 5:0 გაანადგურეს.

,,რეკორდმეიატერთა” ლიდერმა პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დიდებულად ითამაშა და შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა.

ლევანდოვსკიმ გოლები მე-10
26-ე და მე-60 წუთებზე გაიტანა.
პოლონელ ფორვარდს მიმდინარე ბუნდესლიგაში 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად ლიდერობს.
ლევანდოვსკისა და გუნდის სხვა ფეხბურთელების ბრწყინვალე თამაშის წყალობით ,,ბაიერნს” ყველაზე მეტი 22 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 8 მიღებული.

,,ბაიერნს” განვლილი 5 ტურის შემდეგ 12 ქულა გააჩნია და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.
ბავარიელები ერთი ქულით ,,ლაიფციგს” ჩამორჩებიან.

რურურ დერბიში დორტმუნდის ,,ბორუსიამ” გენზერკინხენის ,,შალკე” 3:0 დაამარცხა და ბუნდესლიგაში 12 ქულით მესამე ადგილზე გადაბარგდა.

,,შტუტგარტი” 1:1 ,,კიოლნი”
1′ მარგალა (1-0), 23′ ანდერსონი პენ. (1-1)

,,ბაიერნი” 5:0 ,,აინტრახტი”
10′ 26′ 60′ ლევანდოვსკი (1-0, 2-0, 3-0), 72′ სანე (4-0), 90′ მუსიალა (5-0)

,,მაინცი” 2:3 ,,გლადბახი”
15′ შტლინდი (0-1), 23′ 36′ მატეტა (1-1, 2-1), 76′ ჰოფმანი პენ. (2-2), 83′ გინტერი (2-3)

,,ლაიფციგი” 2:1 ,,ჰერტა”
8′ კორდობა (0-1), 11′ უპამეკანო (1-1), 77′ ზაბიცერი (2-1)
გაძევება: 50′ ზეეფუიკი (,,ჰერტა”)

,,უნიონი” 1:1 ,,ფრაიბურგი”
34′ გრიფო (0-1), 36′ ანდრიჩი (1-1)

,,დორტმუნდი” 3:0 ,,შალკე”
55′ აკანჯი (1-0, 61′ ჰაალანდი (2-0), 78′ ჰუმელსი (3-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი