მთავარი მსოფლიო6 ერი ირლანდიამ იტალია გაანადგურა და 6 ერის ლიდერი გახდა

ირლანდიამ იტალია გაანადგურა და 6 ერის ლიდერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
58 ნახვა

6 ერის სარაგბო ტურნირზე მე-4 ტურის შეხვედრა გაიმართა.

დუბლინში, ,,ავივა სტედიუმზე” ერთმანეთს ირლანდიისა და  იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მოლოდინისამებრ, ფავოროტად მიჩნეულმა ირლანდიის ნაკრებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და  33 ქულის სხვაობით 50:17 სძლია.

,,სამყურებმა” აპენინელებს 8 ლელო დაუდეს.
შეხვედრაში დუბლი ირლანდიელმა გარემარბმა ჰუგო კენანმა შეასრულა.
თითოჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი  სიჯეი სტანდერმა, ვილ კონორსმა,  ჯონათან სექსტონმა, ბუნდე აკიმ და  დეივ ჰეფერმანმა შეიტანეს.

ექვსი ცდიდან 5 გარდასახვა ზუსტად ჯონათან სექსტონმა შეასრულა.  ერთი გარდასახვა კი როს ბარნიმ გამოიყენა.

იტალიელმა მგეზავმა პაოლო გარბისმა 17-დან 12 ქულა მოიპოვა.

ირლანდიას ამ გამარჯვების შემდეგ 14 ქულა გაუხდა და ჩემპიონობის მაძიებელ საფრანგეთს და ინგლისს ერთი ქულით გაუსწრო.

6 ერის ბოლო ტურში ირლანდია სტუმრად, საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ინგლისის ნაკრები კი იტალიაში ბონუსით გამარჯვებას და ჩემპიონობის მოპოვებას შეეცდება.

ერთა ლიგაზე ბოლო ტურის მატჩები 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გაიმართება.

ირლანდია 50:17 იტალია
ირლანდია: 15. იაკობ სკოტდეილი, 14. ანდრეუ ქონვეი, 13. გარი რინგროუსი, 12. ბუნდე აკი, 11.  ჰუგო კენანი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. ქონორ მურეი;

1. კიან ჰილი, 2. რობ ჰერინგი, 3. ანდრეუ პორტერი, 4. ტედ ბერნი, 5. ჯეიმს რაიანი, 6.  კაელან დორისი, 7. ვილ კონორსი, 8.  სიჯეი სტანდერი

მარქაფა
ბილჰემი, ე. ბარნი, რ. ბარნი, დიკეინი, გიბსონ-პარკი, ჰეფერმანი, ჰენშოუ, ო’ მაჰონი.

მთავარი მწვრთნელი: ენდი  ფარელი
7 ლელო: სიჯეი სტანდერი, ჰუგო კენანი (2), ვილ კონორსი, ჯონათან სექსტონი, ბუნდე აკი, დეივ ჰეფერმანი;
6 გარდასახვა: ჯონათან სექსტონი (5), რ. ბარნი.
ჯარიმა: ჯონათან სექსტონი

იტალია: 15. ჯეიდენ ჰავარდი, 14. ედუარდო პადოვანი, 13. ლუკა მორისი, 12. კარლო კანა, 11. მატია ბელინი, 10. პაოლო გარბისი, 9. მარსელო ვიოლი;

1. დანილო პიჩეტი, 2. ლუკა ბიგი (კაპ), 3. ჯუსი ზილოჩი, 4. მარკო ლაძარონი, 5. ნიკოლო კანონე, 6. სებასტიან ნეგრი, 7. აბრაამ სტეინი,  8. ჯეიკ პოლედრი
მთავარი მწვრთნელი: ფარელ სმითი
მარქაფა
ბრელი, ჩრკარელი, ფერარი, ლუჩესი, მბანდა, მეიერი, მორი, სისი
2 ლელო: ედუარდო პადოვანი, პაოლო გარბისი.
2 გარდასახვა: პაოლო გარბისი (2)
ჯარიმა: პაოლო გარბისი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი