მთავარი საქართველოლეგიონერები გია ცეცაძემ ,,ლვოვი” დატოვა

ქართველმა სპეციალისტმა გია ცეცაძემ საკუთარი ინიციატივით უკრაინული კლუბი ,,ლვოვის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ამის შესახებ განცხადება ცეცაძემ ,,დნიპრო 1″-თან წაგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

,,ლვოვი” უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაში შინ, ,,დნიპრო 1”-თან 1:3 დამარცხდა.

გია ცეცაძე ,,ლვოვის” მთავარი მწვრთნელი ივნისში გახდა.
მისი ხელმძღვანელობით უკრაინულმა კლუბმა 12 შეხვედრა ჩაატარა და ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო.
ცეცაძის შეგირდებმა 9 შეხვედრა წააგეს და 3 ფრედ ითამაშეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი