მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა – ქართველების ,,ანორთოსისმა” გამარჯვება იზეიმა

გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა – ქართველების ,,ანორთოსისმა” გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში გამარჯვება ქართველების ,,ანორთოსისმა” მოიპოვა.

თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ფამაგუსტაში ნიქოზიას ,,ომონია” 2:0 დაამარცხეს.

,,ანორთოსისს” ტრავმის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი დაუბრუნდა. მან მატჩი სრულად ჩაატარა.

ძირითად შემადგენლობაში იყვნენ სხვა ქართველი ფეხბურთელებიც.
გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს.

67-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან მოხდენილი დარტყმით გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

ქვილითაიას კვიპროსულ გუნდში 3 გოლი დაუგროვდა.

,,ანორთოსისს” ამ დროისთვის
16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფება.
ფამაგუსტელები ლიდერ ,,აპოლონს” 3 ქულით ჩამორჩებიან.

თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს სრუმრად, ,,ახნასთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი