მთავარი მსოფლიოესპანეთი გიორგი შერმადინი ყოფილ გუნდთან შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი შერმადინი ყოფილ გუნდთან შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშე გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ,,ტენერიფესა” და ,,უნიკახას”  შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი დაასახელეს.

,,ტენერიფეს” ქართველი კალათბურთელი ყოფილი გუნდის წინაშე სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 27:24 წუთი გაატარა.
შერმადინმა 22 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

გიორგი შერმადინის სარგებლობიანობის კოეფიციენტი 32 გახლდათ, რაც ორივე გუნდიდან საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

საბოლოოდ, კანარის კუნძულების კლუბმა მალაგაში ,,უნიკახა” 86-79 სძლია.

,,ტენერიფე” ექვსიდან ექვსი მოგებით ესპანეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

გიორგი შერმადინი გუნდი მომდევნო შეხვედრას ბექა ბურჯანაძის ,,გრან კანარიასთან” 31 ოქტომბერს, ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი