მთავარი საქართველოლეგიონერები ტოპ 14-ის კლუბ ,,ბაიონში” კოტე მიქაუტაძის დებიუტი შედგა

ტოპ 14-ის კლუბ ,,ბაიონში” კოტე მიქაუტაძის დებიუტი შედგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ ტოპ 14-ში მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა.

სანაკრებო მატჩიდან გამომდინარე შეხვედრებში მონაწილეობა სულ შვიდმა ქართველმა მორაგბემ მიიღო.

კლუბ ,,ბაიონში” საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელის კოსტანტინე მიქაუტაძის დებიუტი შედგა.

მიქაუტაძე ,,აჟენი”-,,ბაიონის” შეხვედრის მარქაფაში იყო. იგი ბრძოლაში 58-ე წუთიდან ჩაერთო.

ქართველის ახალმა გუნდმა სტუმრად, 26-15 გაიმარჯვა და 12 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

პარიზულ დერბიში ერთმანეთს ,,სტად ფრანსე” და ,,რასინგი” დაუპირისპირდნენ.

,,სტად ფრანსეს” სასტარტო შემადგენლობაში მატჩი ქართველმა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა დაიწყო.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა.

პარიზილი დერბი ,,რასინგ 92”-მა დრამატულ ორთაბრძოლაში 27:25:მოიგო.

,,სტად ფრანსემ” ერთი ბონუს-ქულა გამოიმუშავა და 9 ქულით მე-10 პოზიციაზე გახლავთ.

ლუკა ჭელიძის ,,ტულონმა” ,,კასტრი” 19:6 დაამარცხა.
ქართველმა მორაგბემ შეხვედრაში ბოლო 5 წუთი ითამაშა.
ამ მოგებით ,,ტულონმა” 4 ქულა მოიპოვა და 13 ქულით მე-7 ადგილზე გადავიდა.

ქართველი მორაგბეებით დახუნძლულმა ,,ბრივმა” გასვლაზე ,,მონპელიესთან” 6:30 წააგო.

შეხვედრა სრულად სოსო ბეკოშვილმა ჩაატარა.
მარქაფიდან ბრძოლაში პირველი ტაიმის შემდეგ ბადრი ალხაზიშვილი და ლუკა ჯაფარიძე ჩაერთვნენ.
ალხაზიშვილი 71-ე წუთზე ისევ შეცვალეს.
ირაკლი ცხადაძე კი მწვრთნელებმა მოედანზე 61-ე წუთზე შეიყვანეს.

,,ბრივი” განვლილი 6 ტურის შემდეგ  9 ქულით მე-11 ადგილზეა.

,,ლა როშელისა” და ,,ბორდოს” შეხვედრაში ჟირონდელთა რიგებში ლაშა ტაბიძემ ითამაშა.

ტაბიძე ბრძოლაში 56-ე წუთზე ჩაერთო.

მისმა ,,ბორდომ” 6:20 წააგო და სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-12 პოზიციამდე დაქვეითდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი