მთავარი მსოფლიოიტალია ,,იუვენტუსმა” ქულები ისევ დაკარგა

,,იუვენტუსმა” ქულები ისევ დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

სერია A-ს მე-5 ტურის მატჩში ბოლო წლების იტალიის უცვლელმა ჩემპიონმა ,,იუვენტუსმა” ქულები დაკარგა.

ტურნირის, ,,ალიანს სტედიუმზე” გამართულ შეხვედრაში ,,ბებერი ქალბატონი” ,,ვერონას” დაუზავდა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ ,,ვერონა” მე-60 წუთზე ანდრეა ფავილის გოლით დაწინაურდა. მას საგოლე პასი მატია ზაჩანიმ გაუკეთა.

,,იუვენტუსმა” კი ანგარიში 78-ე წუთზე გაათანაბრა.
გოლი ტურინელთა შვედმა ახალწვეულმა დეიან კულუშევსკიმ გაიტანა.
სკანდინავიელ შემტევს სერი A-ში 2 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

,,იუვენტუსი” სატურნირო ცხრილში უჩვეულოდ, მე-5 ადგილზეა.
ანდრეა პირლოს შეგირდებს 9 ქულა გააჩნიათ.

,,იუვენტუსი” 1:1 ,,ვერონა”
60′ ფავილი (0-1), 78′ კულუშევსკი (1-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი