მთავარი მთავარი კიუშუ ბაშოსთვის ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა – ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირაა

კიუშუ ბაშოსთვის ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა – ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირაა

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ნოემბერში გასამართ კიუშუ ბაშოსთვის ახალი ბანძუკე ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა.

ქართველი რიკიში ტოჩინოშინი წლის უკანასკნელ ბაშოზე მე-7 მაეგაშირას წოდებით წარსდგება.

ლევან გორგაძე წინა ბაშოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იყო, თუმცა ქართველმა სუპერტურნირი 6-9 ბალანსით დაასრულა.
მაკე-კოჩის დაფიქსირების შემდეგ ჩვენებური რანგით დაქვეითდა.

სექტემბრის ბაშოს ჩემპიონი შოდაი ოძეკი გახდა. მის გარდა კიუშუ ბაშოზე კიდევ ორი ოძეკი ტაკაკეიშო და ასანოიამა გამოვლენ.

იოკოძუნებმა ჰაკუჰომ და კაკურიუმ ბოლო ინფორმაციით, ტრამვები მოიშუშეს და შესაძლოა, ტურნირზე მონაწილეობა მიიღონ.

ნოემბრის ბაშოზე ორი სეკივაკე გვეყოლება.

სეკივაკის რანგში პირველი მაეგაშირას წოდებიდან ტაკანოშო აღზევდა. მის გარდა ასეთ წოდებას მიტაკეუმი ატარებს

კიუშუ ბაშოზე ორი ახალი კომუსუბი ტერუნოფუჯი და ტაკაუასუ გამოვა.
წინა ტურნირზე 8 გამარჯვების შემდეგ პირველი მაეგაშირის რანგიდან პრესტიჟული წოდება ტერუნოფუჯიმ მოიპოვა.

ექს ოძეკი ტაკაიასუ კი კომუსუბის რანგში მე-6 მაეგაშირას წოდებიდან აღზევდა.

კიუშუ ბაშოს სტარტს 8 ნოემბერს აიღებს და ტრადიციულად, 2 კვირა გაგრძელდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი