მთავარი მთავარი კატო ფიფია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კატო ფიფია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
190 ნახვა

ქართველი მოჭადრაკე კატო ფიფია მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ფიფიამ ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა.
ქართველმა მოჭადრაკემ 9 შესაძლებლობიდან 8 ქულა აიღო და კონკურენტებს წარმატების არანაირი შანსი არ დაუტოვა.

კატო ფიფიამ მსოფლიოს პირველობა 7 მოგებითა და 2 ყაიმით დაასრულა.

მსოფლიოს ონლაინ-ჩემპიონატზე გამოსვლა 7 ქულით 20-წლამდელ გოგონებს შორის საქართველოს ჩემპიონმა ნია დოღვანმა დაასრულა.
ქართველმა მოჭადრაკემ II-III ადგილები ირანელ ანაჰიტა ზაჰედიფართან გაიყო.
დამატებითი მაჩვენებლებით დოღვანს მე-3 ადგილი ერგო.

ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი დიანა ლომაია გამოდიოდა. მან 5 ქულა მოიპოვა და მე-12 ადგილს დასჯერდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი