მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ,,ქართული კლასიკო” გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა* და ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2″-ის შეხვედრების განრიგი შეიცვალა.

,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მე-13 ტურის მატჩი თბილისურ გუნდებს ,,ლოკომოტივსა” და ,,დინამოს” შორის 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ეს დაპირისპირება ,,მიხეილ მესხის სახელობის” სათადარიგო სტადიონზე 8 ნოემბერს შედგება.

,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მე-13 ტურის 26 ოქტომბერს დაგეგმილი მატჩი, სადაც ბათუმის ,,დინამოს” თბილისის ,,ლოკომოტივისთვის” უნდა ემასპინძლა ერთი თვით 26 ნოემბერამდე გადაიდო.

გადადებულია ასევე ,,ქართული კლასიკოც”.
თბილისის ,,დინამოსა” და ქუთაისის ,,ტორპედოს” ორთაბრძოლა ნაცვლად,
28 ოქტომბრისა, 26 ნოემბერს შედგება.

,,ტორპედოს” კიდევ ერთი შეხვედრა ბათუმის ,,დინამოს” წინააღმდეგ 3 ნოემბრის მაგივრად, 8 ნოემბერს დაინიშნა.

შეხვედრა გადაიდო ,,ეროვნულ ლიგა” 2-შიც.

,,რუსთავი”- ,,შუქურა” დაპირისპირება 4 ნოემბრის ნაცვლად, 8 ნოემბერს ჩატარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კონტაქტშია
და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი