მთავარი მსოფლიოესპანეთი ხოსეპ მარია ბართომეუმ „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ხოსეპ მარია ბართომეუმ „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ხოსეპ მარია ბართომეუმ ​„ბარსელონას“ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო  ,,mundodeportivo.com” ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრების კრება შედგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბართომეუმ მისი ,,ბარსელონადან” წასვლის შესახებ ხმები უარყო.

ხოსეპ მარია ბართომეუს პოსტის დატოვება მაინც მოუწია. მისი
გადადგომის მთავარ მიზეზად გუნდის ბოლოდროინდელი ცუდი შედეგები, კატალონიური გუნდის  მკვეთრად გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა და ლიონელ მესისთან კონფლიქტი სახელდება.

ბართომეუ ,,ბარსელონაში” პირველად 2010 წელს აღმოჩნდა.
იგი ესპანურ გუნდში ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის პერიოდში  სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და საკალათბურთო და სახელბურთო მიმდინარეობების თავმჯდომარე გახლდათ. 

2010 წლის ივლისში, სანდრო როსელის გაპრეზიდენტების შემდეგ  ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
ამ პოსტზე ბართომეუმ 2014 წლის 23 იანვრამდე იმუშავა, როდესაც სანდრო როსელი ე.წ. „ნეიმარის საქმესთან“ დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გამო გადადგა. მას შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობას
2015 წლის 18 ივლისამდე ასრულებდა.

ხოსეპ მარია ბართომეუმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში 54.63%-ით გაიმარჯვა და თანამდებობაზე 2021 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩენილიყო.

,,ბარსელონის“ ტიტულები ხოსე მარია ბართომეუს პრეზიდენტობის პერიოდში:
ლა ლიგა (4): 2014–15, 2015–16, 2017–18, 2018–19
კოპა დელ რეი (4): 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18
ესპანეთის სუპერთასი (2): 2016, 2018
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2014–15
უეფა-ს სუპერთასი (1): 2015
ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (1): 2015

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი