მთავარი საქართველო ევროპა ლიგის შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან

ევროპა ლიგის შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან

ავტორი კახი კახეთელიძე
7 ნახვა

ევროპა ლიგის G ჯგუფის მე–2 ტურიში უკრაინული ზარია ლუგანსკი პორტუგალიურ ბრაგას დაუპირისპირდება. მატჩს ქართველ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი გიორგი ვადაჭკორია იქნება.

მატჩი დღეს თბილისის დროით 21 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი