მთავარი მთავარი ოქროს მედალი და 467 კილოგრამი – ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია

ოქროს მედალი და 467 კილოგრამი – ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
42 ნახვა

დუშეთში გამართული  საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატის გვირგვინი ფიცარნაგზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძის გამოსვლა იყო.

მსოფლიოსა და ევროპის 4-4–გზის ჩემპიონმა პანდემიის დაწყების შემდეგ მონაწილეობს პირველ ტურნირზე მიიღო. 

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძალოსანი საქართველოს პირველობაზე კარგად გამოვიდა და მის მედლების კოლექციას  ტრადიციულად, კიდევ  ერთი ოქროს მედალი შემატა.

ლაშა ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. მან ჯერ 200, შემდეგ 210 და ბოლოს 217 კილოგრამი დაძლია.

ტალახაძემ აკვრაში პირველ მისვლაზე 240 კილოგრამიანი შტანგა ვერ დაიმორჩილა.
ლაშა მეორედაც ამ წონას შეეჭიდა და ამჯერად თავი წარმატებით გაართვა.
მესამე ცდაზე კი 250 კილოგრამი  დააფიქსირა.
ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ  467კილოგრამი დააფიქსირა.

96 კგ.
კაცები
I ირაკლი ჩხეიძე – 185/193/358
II ირაკლი გობეჯიშვილი – 150/182/332
III ლაშა თაქთაქიშვილი – 130/165/295

ახალგაზრდები
I ირაკლი გობეჯიშვილი – 150/182/332
II ლაშა თაქთაქიშვილი – 130/165/295
III ალკაზარ გოგიტიძე – 132/162/294

102 კგ.
კაცები
I ზაზა ლომთაძე – 157/193/350
II გურამ ვეკუა – 132/166/298
III ვანო ქაზუმაშვილი – 130/166/296

ახალგაზრდები
ზაზა ლომთაძე – 157/193/350
გურამ ვეკუა – 132/166/298
ვანო ქაზუმაშვილი – 130/166/296

109 კგ.
კაცები
I აკაკი ტალახაძე – 154/192/346
II გიორგი მაისურაძე – 150/182/332
III ირაკლი გაბაძე – 130/150/280

ახალგაზრდები
I აკაკი ტალახაძე – 154/192/346
II ირაკლი გაბაძე – 130/150/280
III დავით დვალიშვილი – 116/136/252

+109 კგ.
კაცები
I ლაშა ტალახაძე – 217/240/467
II მიხეილ ადამია – 132/170/302
III გიორგი კირვალიძე – 136/165/301

ახალგაზრდები
I მიხეილ ადამია – 132/170/302
II გიორგი კირვალიძე – 136/165/301
III ოთარ ზაბახიძე – 136/165/301

საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც დუშეთში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა  დასრულდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი