მთავარი საქართველოლეგიონერები 16-მატჩიანი წაუგებელი სერია უზბეკეთის ჩემპიონატში – შოთა არველაძის ,,ფახთაქორმა” მორიგი გამარჯვება იზეიმა

16-მატჩიანი წაუგებელი სერია უზბეკეთის ჩემპიონატში – შოთა არველაძის ,,ფახთაქორმა” მორიგი გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

უზბეკეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში შოთა არველაძის ,,ფახთაქორმა” სტუმრად, ,,მაშალ მუბორაკის” 4:1 სძლია.

არველაძის შეგირდებმა პირველი ნახევარი 2:1 მოიგეს.
ორი გოლიც მეორე ტაიმში გაიტანეს.

ტაშკენტელებისგან გოლის ავტორები სერბი დრაგან სერანი, დოსტონბეკ ხამდაკოვი, იგორ სერგეევი და დიორ ხალმატოვი
გახდნენ.

დუშან სერანს უზბეკეთის ჩემპიონატში 17 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია.

,,ფახთაქორმა” ამ გამარჯვების შემდეგ 53 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტ ,,ნასაფ ქარშის” 10 ქულით გაუსწრო.

შოთა არველაძის გუნდი 1 ნოემბერს, გასვლაზე მათე ვაწაძისა და ელგუჯა გრიგალაშვილის ,,აგმკ”-ს დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი