მთავარი მთავარი მოის კინის გოლებით ,,პსჟ”-მ თურქეთში გაიმარჯვა

მოის კინის გოლებით ,,პსჟ”-მ თურქეთში გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში გასული წლის ფინალისტმა ,,პსჟ”-მ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

პარიზელებმა სტამბულში ,,ფათიჰ თერიმის” სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი ,,ბასაქშეჰირი” 2:0 დაამარცხა.

მატჩის გმირი ფრანგული კლუბის იტალიელი ფორვარდი მოის კინი გახდა.
კინმა დუბლი გაიფორმა.

20 წლის აპენინელმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 64-ე წუთზე კილიან მბაპეს პასით გაიტანა.

კინს 79-ე წუთზე გოლი ისევ მბაპემ გაატანინა.

,,პსჟ”-მ ამ გამარჯვებით აქტივში 3 ქულა ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადავიდა.

,,ბასაქშეჰირი” კი უქულოდ ბოლო პოზიციას იკავებს.

ჩემპიონთა ლიგა
მე-2 ტური
სტამბული, ,,ფათიჰ თერიმი”

,,ბასაქშეჰირი” (თურქეთი) 0:2 ,,პსჟ” (საფრანგეთი)
64′ 79′ კინი (0-1, 0-2)

,,ბასაქშეჰირი“: გუნოკი, რაფაელი, კრშტელი, ოპურიანუ, ბოლინგოლი-მბომბო (63′ კალდირიმი), ოზქანი, ტოპალი (68′ ბა), კაჰვეჩი, ვისკა, ტურუქი (81′ ალექსიჩი), კრიველი (81′ ჯულიანო)
მთავარი მწვრთნელი: ოქან ბურუქი

,,პსჟ“: ნავასი, ფიორენცი (73′ კერერი), პერეირა, კიმპემბე, კურზავა (87′ ბაკერი), დი მარია (73′ რაფინია), ერერა (87′ გუიე), მარკინოსი, ნეიმარი (26′ სარაბია), კინი, მბაპე
მთავარი მწვრთნელი: თომას ტუხელი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი