მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგა: ,,ბარსელონამ” ,,იუვენტუსს” სძლია

ჩემპიონთა ლიგა: ,,ბარსელონამ” ,,იუვენტუსს” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ევროპის ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ტურინის ,,იუვენტუსი” და ,,ბარსელონა” დაუპირისპირდნენ.

ტურინის ,,ალიანს სტედიუმზე” გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა და კატალონიური გრანდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეხვედრაში კატალონიელები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ. ლიონელ მესის პასის შემდეგ ბურთი ფრანგმა უსმან დემბელემ მიიღო. მან ოსტატურად რამდენიმე მცველი ჩამოიცილა და მოხდენილი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა.

პირველ ნახევარში ,,იუვენტუსის” ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ მეტოქის კარი 2-ჯერ დალაშქრა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ გოლები გააუქმა.

55-ე წუთზე მორატამ ,,ბარსელონას” კარში ბურთი მესამეთაც შეაგორა. ,,VAR”-ზე გადამოწმებისა და მსაჯების კონსილიუმის შემდეგ  ეს გოლიც თამაშგარის მოტივით არ ჩაითვალა.

მატჩის  მიწურულს ,,ბარსელონას”  სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ,,ბებერი ქალბატონის” თურქმა მცველმა მარიჰ დემირალმა საკუთარ საჯარიმოში მირალემ პიანიჩი წააქცია.
ყოფილი ,,იუვენტუსელის” მოპოვებული 11-მეტრიანი გოლად არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ აქცია.

საბოლოოდ, ,,ბარსელონამ” 2:0 მოიგო და 6 ქულით G ჯგუფის სათავეში იმყოფება.
,,იუვენტუსი” კი 3 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს.

E ჯგუფი
,,სევილია” (ესპანეთი) 1:0  ,,რენი” (საფრანგეთი)
56′ დე იონგი (1-0)

1. ,,ჩელსი” 2 1 1 0 4:0 4
2. ,,სევილია” 2 1 1 0 1:0 4
3. ,,კრასნოდარი” 2 0 1 1 1:5 1
4. ,,რენი” 2 0 1 1 1:2 1

F ჯგუფი
,,ბრიუგე” (ბელგია) 1:1 ,,ლაციო” (იტალია)
14′ კორეა (0-1), 41′ ვანაკენი პენ. (1-1)

,,დორტმუნდი” (გერმანია) 2:0  ,,ზენიტი” (რუსეთი)
77′ სანჩო პენ (1-0), 90+1′ ჰაალანდი (2-0)

1. ,,ლაციო” 2 1 1 0 4:2 4
2. ,,ბრიუგე” 2 1 1 0  3:2 4
3. ,,დორტმუნდი” 2 1 0 1 3:3 3
4.,,ზენიტი” 2 0 0 2 1:4 0

G ჯგუფი
,,იუვენტუსი” (იტალია) 0:2  ,,ბარსელონა” (ესპანეთი)
14′ დემბელე (0-1), 90+1′ მესი პენ. (0-2)
გაძევება: 85′ დემირალი (,,იუვენტუსი”)

,,იუვენტუსი“: სჩესნი, დემირალი, ბონუჩი, დანილო, კუადრადო, ბენტანკური (83′ არტური), რაბიო (83′ ბერნანდეში), კულუშევსკი (75′ მაკკენი), კიეზა, დიბალა, მორატა
მთავარი მწვრთნელი: : ანდრია პირლო

ბარსელონა“: ნეტო, რობერტო, არაუხო (46′ ბუსკეტსი), ლენგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, გრიზმანი (89′ ფირპო), პედრი (90+2′ ბრაიტვაიტი), დემბელე (66′ ფატი), მესი
მთავარი მწვრთნელი:  როლან კუმანი

,,ფერენცვაროსი” (უნგრეთი) : ,,დინამო” (კიევი, უკრაინა)
28′ ციგანკოვი პენ. (0-1), 41′ დე პენა (0-2), 59′ ნგუენი (1-2)

H ჯგუფი
,,მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) 5:0 ,,ლაიფციგი” (გერმანია)
21′ გრინვუდი (1-0), 76′ 78′ რაშფორდი (2-0, 3-0), 87′ მარსიალი პენ. (4-0), 90+2′ რაშფორდი (5-0)

1. ,,მანჩესტერ იუნ.” 2 2 0 0 7:1 6
2. ,,პსჟ”  2 1 0 1 3:2 3
3. ,,ლაიფციგი” 2 1 0 1 2:5  3
4. ,,ბასაქშეჰირი” 2 0 0 2 0:4 0

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი