მთავარი მსოფლიოევროლიგა თორნიკე შენგელიას 10 ქულა და ,,ცსკას” გამარჯვება ევროლიგაზე

თორნიკე შენგელიას 10 ქულა და ,,ცსკას” გამარჯვება ევროლიგაზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” მე-6 ტურის მატჩში გამარჯვება იზეიმა.

რუსულმა კლუბმა ესპანურ ,,ვალენსიას” 9-ქულიანი სხვაობით 84:75 სძლია.

შენგელია მოსკოველთა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 23:22 წუთი გაატარა.
ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

მატჩის MVP ,,ცსკას” ამერიკელი კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი გახდა. მან 27:39 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.

ჯეიმსის თანამემამულემ უილ კლაიბურნმა 15 ქულა ჩააგდო.
კიდევ ერთმა ამერიკელმა დარუნ ჰილიარდმა თავი 12 ქულას მოუყარა.
11 ქულა გერმანელ იოჰან ვოიგტმანის ანგარიშზე დაფიქსირდა.

,,ვალენსიადან” 15 ქულით სერბი ნიკოლა კალინიჩი გამოირჩა.

,,ცსკას” ევროლიგაზე 6 მატჩის შემდეგ 3 მოგება და 3 მარცხი გააჩნია. მოსკოველები მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან.

თორნიკე შენგელიას კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მორიგ შეხვედრას 6 ნოემბერს, ათენში, ,,პანათინაიკოსთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი