მთავარი საქართველოლეგიონერები ქართველები ევროპა ლიგაზე: ლუკა ლოჩოშვილის ,,ვოლფსბურგერმა” ,,,ფეიენოორდი” გაანადგურა

ქართველები ევროპა ლიგაზე: ლუკა ლოჩოშვილის ,,ვოლფსბურგერმა” ,,,ფეიენოორდი” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი

უეფას ევროპა ლიგაზე მე-2 ტურის შეხვედრები შედგა.

K ჯგუფში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის ავსტრიულმა ,,ვოლფსბურგერმა” როდერდამში, ადგილობრივი ,,ფეიენოორდი” 4:1 გაანადგურა.

ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა.
გიორბელიძე კი გუნდის განაცხადში არ ყოფილა.

შეხვედრის გმირი მიხაელ ლიედლი გახდა. მან ჰეთთრიკი შეასრულა.

,,ვოლფსბურგერს” ამ დროისთვის 4 ქულა გააჩნია და K ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ.

ქართველების გუნდი ევროპა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს, ზაგრებში, ,,დინამოსთან” ჩაატარებს.

გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილმა ბელგიურმა კლუბმა ,,გენტმა” შინ, გერმანულ ,,ჰოფენჰაიმთან” დიდი ანგარიშით 1:4 წააგო.

ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და თამაშის საშუალება არ აქვს.

,,გენტი” ამ მარცხის შემდეგ L ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილზე იმყოფება.

სტუმრად, ესპანეთში ,,გრანადასთან” უგოლოდ დაზავდა ნიკა ნინუას ,,პაოკი”.

ბერძნული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა განაცხადში მყოფ ნინუას თამაშის შანსი არ მისცა.

,,პაოკს” E ჯგუფში 2 ქულა აქვს მოპოვებული და მე-3 პოზიციას იკავებს.

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ნიკა კაჭარავას პოზნანის ,,ლეხი” მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი სათადარიგო სკამიდან მატჩში 87-ე წუთზე ჩაერთო.

,,ლეხს” განვლილი 2 ტურის შემდეგ ქულა არ გააჩნია და მე-3 იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი