მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საინტერესო ამბები საქართველო-სამოას მატჩის შესახებ

საინტერესო ამბები საქართველო-სამოას მატჩის შესახებ

ავტორი კახა მიხანაშვილი
287 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში “ავჭალის” სტადიონზე დრამატულ ჯახში სამოა 27-19 დაამარცხა.

ამ მატჩი რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

უპირველესად აღსანიშნავია, ის რომ საქართველოსა და სამოას დაპირისპირებებში “ბორჯღალოსნებმა” ასეთი დიდი ანგარიშით კუნძულელებს პირველად სძლიეს.

სულ კი ჩვენი გუნდისა და სამოას თამაშების ისტორია 5 ბრძოლას ითვლის.  აქედან 3-ჯერ საქართველომ გაიმარჯვა. ერთი მატჩი სამოამ მოიგო.  ერთიც კი ფრედ დასრულდა.

გუშინ კი საქართველოსა და სამოას მატჩის საუკეთესო მოთამაშეთ “ბორჯღალოსანი” თამაზ მჭედლიძე დაასახელეს.  ასე აღნიშნა თაზომ ეროვნულ გუნდში 50-ე კეპის მოხვეჭა.

საქართველოს ნაკრებში პირველი ლელო გუნდის ჰავბეკმა გელა აფრასიძემ გაიტანა.  ახალგაზრდა ქართველ მორაგბეს პირველი ლელოს გასატანად 10 მატჩი დასჭირდა.

სამოასთან ბრძოლა ნაკრების კვაჭის შალვა მამუკაშვილისთვისაც საიუბილეო იყო.  მან “ბორჯღალოსანთა” კვართი მე-60 მატჩში მოირგო.

ეროვნული ნაკრებში დებიუტი მგეზავმა თედო აბჟანდაძემ შესანიშნავად აღნიშნა.  19 წლის თინეიჯერმა მორაგბემ 3 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანა და ჯამში 12 ქულა მოიპოვა.

ნაკრებს თითო-თითო ლელოთი ჰავბეკი ვასილ ლობჟანიძე და ოთარ გიორგაძე შეეწიენ.   დადებული ლელოები ლობჟანიძისთვის ნაკრებში მე-6,  ხოლო გიორგაძისთვის მე-3 აღმოჩნდა.

“ბორჯღალოსანთა” რიგებში თედო აბჟანდაძის გარდა კიდევ 2 ახალი მორაგბის ნათლობა შედგა.  საქართველოს ნაკრების კვართი პირველად ბურჯებმა ბექა გიგაშვილმა და გურამ გოგიჩაშვილმა მოირგეს.

ნოებრის ტესტე-მატჩების სერიის მე-3 მატჩს საქართველო 24 ნოემბერს, გამართავს.

“ბორჯღალოსნები” თბილისში “მიხეილ მესხის” სტადიონზე ტონგას პირისპირ წარდგებიან.

ფოტო: Georgian Rugby

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი