მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მერაბ შარიქაძე: ,,გამარჯვების მიუხედავად ვთვლით, რომ გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ”

მერაბ შარიქაძე: ,,გამარჯვების მიუხედავად ვთვლით, რომ გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
241 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ სამოასთან მოგებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“ბუკა” აზრით, საქართველოს  ნაკრები გაიზარდა.  წარსულში ასეთ სიტუაციაში შეიძლება მატჩის შემობრუნება ვერ მოგვეხერხებინა.

“ბორჯღალოსანთა”  კაპიტანი აცხადებს, რომ გულშემატკივრების წინაშე საქართველოს ნაკრების მორაგბეები ვალში არიან, რადგან მანამდე ზედიზედ სამი ბრძოლა წააგეს.

მერაბ შარიქაძე:  „ასეთ ძლიერ გუნდთან, რაც მე ნაკრებში ვარ, ამხელა ჩამორჩენის შემდეგ დაბრუნება პირველად მოვახერხეთ. ყოველი გაშვებული ლელოს შემდეგ, როდესაც ბიჭები ვიკრიბებოდით ვამბობდით, რომ უნდა ვყოფილიყავით მომთმენები, არ უნდა ჩაგვეთვალა თამაში წაგებულად. ვფიქრობ, ამ კუთხით გავიზარდეთ. წარსულში მსგავს სიტუაციაში შეიძლება ყურები ჩამოგვეყარა, გვეფიქრა, მეტოქეს ვეღარ დავეწევითო, თუმცა ახლა სხვაგვარად იყო და საბედნიეროდ შევძელით სასურველი შედეგის ჩვენება.

მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ვთვლით, რომ გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ, რადგან მანამდე ზედიზედ სამ თამაშში დავმარცხდით. როგორც იქნა გულშემატკივარი გავახარეთ, თავდადებამ გაამართლა და შესაძლოა დღეს ეს გამარჯვება ავღნიშნოთ, მაგრამ თავში ყველას ტონგასთან მატჩი გვიტრიალებს, რომელიც უფრო დიდ სტადიონზე ჩატარდება და გულშემატკივარს ერთად გამარჯვებისკენ მოვუწოდებ“. -განაცხადა ნაკრების კაპიტანმა პრესკონფერენციაზე.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი