მთავარი მთავარი ნონა გაფრინდაშვილის თასი მერი არაბიძემ და მიხეილ მჭედლიშვილმა აღმართეს

ნონა გაფრინდაშვილის თასი მერი არაბიძემ და მიხეილ მჭედლიშვილმა აღმართეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

ლეგენდარული მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის გამარჯვებულები  მერი არაბიძე და მიხეილ მჭედლიშვილი გახდნენ.

ონლაინტურნირზე ორივე მოჭადრაკემ 4-4 გამარჯვება მოიპოვეს.

მერი არაბიძემ 1/8 ფინალში სოფო ნიკოლაძე დაამარცხა.
1/4 ფინალში ქეთი წაწალაშვილს სძლია.
1/2 ფინალში არაბიძემ ბელა ხოტენაშვილს მოუგო.
ფინალურ ორთაბრძოლაში კი გამარჯვება სოფიო ხუხაშვილთან იზეიმა.

მიხეილ მჭედლიშვილმა ტურნირიდან  ერთმანეთის მიყოლებით დავით ნემსაძე, ნოდარ ლორთქიფანიძე და ლევან ფანცულაია ჩამოიცილა.
ფინალში კი დავით ჯოჯუას 2:0 სძლია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი