მთავარი მთავარი ნოდარ ლორთქიფანიძის ღირსეული საქციელი! – რა მოხდა ნონა გაფრინდაშვილის თასის 1/8 ფინალში?

ნოდარ ლორთქიფანიძის ღირსეული საქციელი! – რა მოხდა ნონა გაფრინდაშვილის თასის 1/8 ფინალში?

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

ნონას გაფრინდაშვილი თასის ონლაინტურნირზე ნოდარ ლორთქიფანიძესა და გიორგი ბაგატუროვს შორის გამართულ 1/8 ფინალური ორთაბრძოლის მიმდინარეობისას საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

ძირითადი მატჩის პირველ პარტიაში, მოგებულ პოზიციაში, ბაგატუროვს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. მან თამაშისთვის გამოყოფილ დროს გადააჭარბა და პარტიაში წაგება ჩაეთვალა.

საერთაშორისო ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძე
ძალიან ღირსეულად მოიქცა. ახალგაზრდა მოჭადრაკემ ეს ,,საჩუქარი”
არ გამოიყენა და შემდეგ პარტიაში შეგნებულად, დასაწყისშივე უხეში შეცდომა დაუშვა და ,,მყისიერი’’ დანებებით მეტოქეს ქულა დაუბრუნა.

ნოდარ ლორთქიფანიძეს ეს კეთილშობილური და
ღირსეული საქციელი დაუფასდა. მან 1/8 ფინალური ბარიერი წარმატებით გადალახა.

ახალგაზრდა მოჭადრაკე ნონას თასის გათამაშებას 1/4 ფინალში მომავალ ჩემპიონ მიხეილ მჭედლიშვილთან ბრძოლაში გამოეთიშა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი