მთავარი მთავარი გაგამარუ: ,,იმედია, სუმოსთვის თავის დანებების შემდეგაც შევძლებ ჩემი ქვეყნის სიყვარულში კარგი საქმეების კეთებას”

გაგამარუ: ,,იმედია, სუმოსთვის თავის დანებების შემდეგაც შევძლებ ჩემი ქვეყნის სიყვარულში კარგი საქმეების კეთებას”

ავტორი კახა მიხანაშვილი

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა კარიერის დასრულების შემდეგ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

გაგამარუ ქომაგებს 15-წლიანი გულშემატკივრობისთვის მადლობა უხდის და აცხადებს, რომ მათი მხარდაჭერა და გამხნევება დოჰიოზე მუდამ შემართებით აბრუნებდა.

ჯუღელი იმედი აქვს, რომ სუმოსთვის თავის დანებების შემდეგაც შეძლებს ფეხზე წამოდგომას და მშობლიური ქვეყნის სიყვარულში კიდევ სხვა კარგი საქმეების კეთებას.

გაგამარუ: ,,❤️❤️მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ 15-წლიანი გულშემატკივრობისთვის. იყო ბევრი გამარჯვება, ბევრი დამარცხება, მაგრამ თქვენი გულშემატკივრობა იყო ის, რაც ყოველთვის მაძლიერებდა, მამხნევებდა და მუდამ შემართებით მაბრუნებდა დოჰიოზე. 2005 წლის ნოემბერში დაიწყო ჩემი პირველი ბაშო და ზუსტად 15 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მომიწია სპორტიდან წასვლა. ვთლი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები იყო. იმედია, სუმოსთვის თავის დანებების შემდეგაც შევძლებ ფეხზე წამოდგომას და ჩემი ქვეყნის სიყვარულში კიდევ სხვა კარგი საქმეების კეთებას. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ და ყოველთვის ❤️❤️❤️❤️❤️❤️”- წერს გაგამარუ.

გაგამარუს შიკონას მქონე ქართველმა რიკიშიმ თეიმურაზ ჯუღელმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მან ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ მიიღო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი