იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს 2020 წლის დასკვნით სუპერტურნირ ჯუიჩიგაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მე-11 ბრძოლა ჩაატარა.
ლევან გორგაძე პირველ მაეგაშირა კირიაბაიამას დაუპირისპირდა და დოჰიოდან გამარჯვებული გამოვიდა.
ტოჩინოშინმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილი დოჰიოდან იორიკიროთ გადადგა.
ამ დროისთვის ჩვენებურს 6 მოგების წილ, 5 მარცხი გააჩნია და კაჩი-კოჩიზე ანუ დადებით ბალანზე გასასვლელად 2 მოგება სჭირდება.
ქართველს ჯუიჩიგაცუ ბაშოს დასრულებამდე 4 ბრძოლის გამართვა კიდევ მოუწევს.
ხვალ, ლევან გორგაძე მე-4 მაეგაშირა იაპონელ ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდება.
ჰოკუტოფუჯის მიმდინარე ვაშოზე 7-4 ბალანსი გააჩნია და კაჩი-კოშის გაფორმებისთვის იბრძვის.
ესეც ტოჩინოშინის გამარჯვების ვიდეო:
https://adjarasport.com