სუმოს სამშობლოში 2020 წლის ბოლო სუპერტურნირი ჯუიჩიგაცუ ბაშო გრძელდება.
იაპონიის დედაქალაქ რდენიმე წუთის წინ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მე-11 დღის ბრძოლები შედგა.
ნოემბრის ბაშოს ამ დროისთვის ორი ლიდერი ოძეკი ტაკაკეიშო და მე-17 მაეგაშირა შიმანოუმი ჰყავს.
ორივე მათგანს 10 მოგება გააჩნიათ.
დღეს, ტაკაკეიშომ მე-5 მაეგაშრა კოტოშოჰო დაამარცხდა.
ოძეკიმ მეტოქეს ცუკიოტოშით სძლია.
შიმანოუმიმ კი წარმატებას მე-13 მაეგაშირა ჰოშორიუსთან ოშიდაშით მიაღწია.
ჯუიჩიგაცუ ბაშოზე 9-2 ბალანსი კომუსუბი ტერუნოფუჯის და მე-10 მაეგაშირა რიუდენს აქვთ.
კომუსუბი ტერუნოფუჯიმ კიმედაშით მე-5 მიოგირიუ დაამარცხა.
რიუდენმა კი ოკურიტაოშით მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯის მოუგო.
ხვალ, ოძეკი ტაკაკეიშო მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეერკინება.
კომუსუბი ტერუნოფუჯი მე-10 გამარჯვების მოპოვებას სეკივაკე მიტაკეუმისთან შეეცდება.
მე-17 მაეგაშირა შიმანოუმი მე-10 მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდება.