მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ყაზახეთთან მატჩს გიორგი ნავალოვსკი გამოტოვებს – ოთარ კიტეიშვილის თამაში საეჭვოა

ყაზახეთთან მატჩს გიორგი ნავალოვსკი გამოტოვებს – ოთარ კიტეიშვილის თამაში საეჭვოა

ავტორი კახა მიხანაშვილი
101 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე აგრძელებს.

ქართველები ბოლო ტურში ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ანდორასთან მიღებული ტრავმის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი მომავალ შეხვედრას გამოტოვებს.

საწვრთნელი პროცესის დროს დაზიანება ოთარ კიტეიშვილმაც მიიღო.  ამის გამო შესაძლოა, ყაზახეთთან მატჩს ისიც გამოაკლდეს.

ამ ეტაპისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდის განკარგულებაში  22 ფეხბურთელია, ისინი მომავალი მატჩისთვის მზადებას ინტენსიურად განაგრძობენ.

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები:  ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები:  ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების დაპირისპირება 19 ნოემბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი