მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები რამაზ სვანაძე: ,,ჩვენს ნაკრებს პერსპექტივა აქვს”

რამაზ სვანაძე: ,,ჩვენს ნაკრებს პერსპექტივა აქვს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საქართველოს ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ერთა ლიგაზე ესტონეთთან  მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განვლილ შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

სვანიძე ესტონეთთან საკუთარ მოედანზე ნათამაშები შედეგით უკმაყოფილო იყო. იგი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებს პერსპექტივა გააჩნია.

რამაზ სვანაძე: ,,რა თქმა უნდა, ესტონეთთან საკუთარ მოედანზე ნათამაშები შედეგით მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობდით, არც მე და არც გუნდი კმაყოფილები არ ვართ და არც უნდა ვიყოთ. მატჩის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით და უპირატესობა ჩვენი იყო, რაც დაგვაკლდა ეს იყო ხარისხი შეტევაში, განსაკუთრებით დამამთავრებელ ფაზაში.

ძალიან რთული შეკრება გამოვიდა, სამწუხაროდ დაიმსხვრა ჩვენი ოცნება და ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენ ყველანი სტრესულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მაგრამ პირველ პრესკონფერენციაზეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არავისთვის სასარგებლო არაა უკან ყურება, ახლა მთავარია წინ ვიყუროთ. რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ამ გუნდს პერსპექტივა აქვს, იმედი მაქვს, მომავალში ყველაფერი კარგად

და ოცნებას ყველანი ერთად ავიხდენთ.”- აცხადებს რამაზ სვანაძე.

საქართველოსა და ესტონეთის ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი