მთავარი მთავარი ტოჩინოშინს ჯუიჩიგაცუ ბაშოზე თანაბარი ბალანსი გაუხდა

ტოჩინოშინს ჯუიჩიგაცუ ბაშოზე თანაბარი ბალანსი გაუხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს წლის დასკვნით სუპერტურნირ ჯუიჩიგაცუ ბაშოზე რამდენიმე წუთის წინ დოჰიოზე ქართველი რიკიში ლევან გორგაძე გამოვიდა.

ტოჩინოშინის შიკონათი მოასპარეზე ჩვენებური მე-4 მაეგაშირა იაპონელ ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა.

ლევანმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო. მან მეტოქეს თავიდან მძლავრად შეუტია, თუმცა მისი დოჰიოს მიღმა გადაყვანა ვერ მოახერხა.
ამასობაში აზიელმა რიკიშიმ ძალები მოიკრიფა და ქართველი ვიზავი დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ამ დროისთვის ტოჩინოშინს ნოემბრის ბაშოზე 6-6 ბალანსი გააჩნია. ქართველ რიკიშის კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 3 ბრძოლიდან ორი დაპირისპირების მოგება აუცილებლად, სჭირდება.

ხვალ, ლევან გორგაძე ჯუიჩიგაცუ ბაშოზე მე-13 ორთაბრძოლას მე-3 მაეგაშირა ოკინოუმისთან ჩაატარებს.
ოკინოუმის 12 ბრძოლის შემდეგ 5-7 ბალანსი აქვს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი