სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის დასკვნით სუპერტურნირ ჯუიჩიგაცუ ბაშოზე მე-12 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.
,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში დაძაბული ბრძოლები შედგა.
ნოემბრის ბაშოზე იუშოსთვის ანუ ჩემპიონობისთვის ბრძოლას 4 რიკიში აგრძელებს.
რამდენიმე წუთის დასრულებულ ბრძოლაში რიგით მე-11 გამარჯვება ოძეკი ტაკაკეიშომ იზეიმა.
ტაკაკეიშომ დღის ბოლო შერკინებაში მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯის იოლად, ცუკიდაშით მოუგო.
მე-11 გამარჯვება მოიპოვა მე-17 მაეგაშირა შიმანოუმიმაც. მან მე-10 მაეგაშირა რიუდენი შიტატედაშინაგეთი დაამარცხა.
ოძეკი ტაკაკეიშოს და მე-17 მაეგაშირა შიმანოუმის 11-1 ბალანსი გააჩნიათ.
ორივე რიკიშის ერთი მოგებით კომუსუბი ტერუნოფუჯი ჩამორჩება.
დღეს, ტერუნოფუჯიმ დოჰიოდან
სეკივაკე მიტაკეუმი იორიკირით მიაბრძანა.
ხვალ, ჯუიჩიგაცუ ბაშო ლიდერთა ბრძოლა შედგება.
ოძეკი ტაკაჯეიშოს წინაშე დოჰიოზე მე-17 მაეგაშირა შიმანოუმი დადგება.
კომუსუბი ტერუნოფუჯის მეტოქე კი მე-10 მაეგაშირა რიუდენი იქნება.
რიუდენს მიმდინარე ბაშოზე 9 მოგების წილ, 3 მარცხი გააჩნია და იუშოსთვის ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს.