მთავარი მთავარი ,,უელსელი დრაკონები” საქართველოს წინააღმდეგ დაირაზმნენ

,,უელსელი დრაკონები” საქართველოს წინააღმდეგ დაირაზმნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა ,,შემოდგომის ერთა თასის” მე-2 ტურში საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

,,დრაკონები” საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრას 6-მატჩიანი მოუგებელი სერიით ხვდებიან.

უელსის ნაკრებმა ბოლოს 1 თებერვალს, იტალიასთან მოიგო.

,,შემოდგომის ერთა თასის” პირველ ტურში კი უორენ გეტლანდის ბიჭებმა სტუმრად, დუბლინში ,,ავივა სტედიუმზე” ირლანდიასთან 9:32 წააგეს.

უელსის ნაკრების რაზმი ,,ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ ასეთი იქნება:

  1. ლიამ უილიამსი, 14. ჯონი მაშენიკოლი, 13. ნიკ ტომპკინსი, 12. ჯონი უილიამსი, 11. ლუის რის-ზამიტი, 10. კალუმ შეედი, 9.კირან ჰარდი; 1.ვინ ჯონსი, 2. ელიოტ დი, 3. სამსონ ლი, 4. ჯეკ ბეილი, 5. სებ დევისი, 6. ჯეიმს ბოტჰემი, 7. ჯასტინ ტიპურიკი (კაპ.), 8. აარონ ვაინვაიტი

მარქაფა

  1. ჯონა ჰოლმესი, 22. იოან ლოიდი, 21. რის ვები; 16. სემ პერი, 17. ნიკ სმიტი, 18. ლეონ ბრაუნი, 19. კორი ჰილი, 20. ჯეიმს დევისი

უელსისა და საქართველოს მატჩი 21 ნოემბერს, შედგება.

შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს.

ამ დროისთვის A ჯგუფში ორივე ნაკრები უქულოდ, აუტსაიდერთა რიგებში იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი