მთავარი მთავარი გურულების საფეხბურთო სასწაული – ,,ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

გურულების საფეხბურთო სასწაული – ,,ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

საქართველოს გასული წლის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

გურულებმა რუმინეთში, ადგილობრივი კლუჟის ,,ოლიმპია” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

მატჩის ერთადერთი გოლი ,,ლანჩხუთის” ლიდერმა ხატია ჭყონიამ გაიტანა.
ჭყონიამ მეტოქის კარი 68-ე წუთზე დალაშქრა.

,,ლანჩხუთმა” პირველ წრეში ყაზახეთის ჩემპიონი ჩამოიცილა.

ქართველმა გოგონებმა საფეხბურთო ისტორია დაწერეს.
ამ გამარჯვების შემდეგ ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოხვდა.

,,კლუჟი ოლიმპია” 0:1 ,,ლანჩხუთი”
68′ ჭყონია

,,კლუჟი ოლიმპია“: სეპი, ჩიოლაკუ, ბალაჩეანუ (46′ ბოროდი), ბრატუ, ჩერესკუ, მარკუ (62′ კურტისი), მირეა, ნეგრეა, სტამატე, ტაბური (84′ ბოტოიელი), ვოიკუ
მთავარი მწვრთნელი: სზეკელი

,,ლანჩხუთი“: გაბუნია, გასვიანი, ჩხარტიშვილი, გუჯაბიძე, კალანდაძე, ალელიშვილი, დიმოპოულო (78′ ნარსია), თოთაძე, ხაბურძანია, დანელია, ჭყონია (90+3′ წოწერია)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი