მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ლევან მაისაშვილმა უელსის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ლევან მაისაშვილმა უელსის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ,,შემოდგომის ერთა თასზე” უელსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

,,ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ინგლისთან შეხვედრის  შემდეგ სასტარტო შემადგენლობის ხუთი მორაგბე შეცვალა.

რი ცვლილება ხაზში
მაისაშვილმა ხაზში ორი გამოცდილი მორაგბე დააბრუნა. ჰავბეკის  პოზიციაზე თამაშს
ვასილ ლობჟანიძე დაიწყებს,  რომელიც მგეზავ თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება.

2018 წლიდან დღემდე, აბჟანდაძეს 17 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან 16 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 12 შემთხვევაში 9 ნომერზე ლობჟანიძე ჰყავდა.

ცენტრში ინგლისთან მატჩის მსგავსად თამაშს მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მორაგბეს საკმარისი რაოდენობის კეპები აქვთ, ეს მორაგბეები ცენტრში სულ მესამედ შეწყვილდებიან.

ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ, მეორე ფრთაზე კი სანდრო სვანიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს კვლავ ლაშა ხმალაძე იწყებს.

ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 339-ია და მათგან მხოლოდ ერთს აქვს 10-ზე ნაკლები და კიდევ ერთს 20-ზე ნაკლები კეპი.

სამი ცვლილება შრკინებაში
ლლლსამი ცვლილებაა შერკინების ხაზში, სადაც კვაჭის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ჯაბა ბრეგვაძე ბრუნდება, ბურჯები კი კვლავ მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი იქნებიან. სამივე მორაგბეს საერთაშორისო თამაშების დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა ეს სამეული ერთად სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მეორედაა.

ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში, სადაც გამოცდილი კოტე მიქაუტაძე ბრუნდება და ის გრიგორ ქერდიყოშვილს პირველად შეუწყვილდება.

მესამე ხაზში შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ დაბრუნდა ოთარ გიორგაძე, რომელიც თამაშს ფლანკერად იწყებს. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

მიუხევადავ იმისა, რომ შერკინებაში რვა მოთამაშეა, მათი კეპების ჯამი ხაზის მოთამაშეების ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და 275-ს შეადგენს.

მარქაფა
პირველ ხაზში თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან გურამ გოგიჩაშვილი და ლექსო ყაულაშვილი, რომლებიც ინგლისთანაც შეცვლაზე შევიდნენ, ხოლო კვაჭის პოზიციაზე გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ, რომელსაც შოტლანდიასთან და ინგლისთან არ უთამაშია.

მიქაუტაძის დაბრუნების შემდეგ, მარქაფაში გადაინაცვლა ლაშა ჯაიანმა. შეცვლაზეა გიორგი თხილაიშვილიც, რომელიც ინგლისთან სასტარტო 15-ში იყო.

ხაზში შეცვლაზე არიან ახალგაზრდა დემურ თაფლაძე და გამოცდილი თამაზ მჭედლიძე, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძე შევა.

პირველ რაუნდში ,,ბორჯღალოსნები” „თვიქენჰემზე“ ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისს ეთამაშნენ და  0:40 დამარცხდნენ.
უელსის ნაკრები კი ირლანდიას დუბლინში ეწვია და 9:32 წააგო.

აღსანიშნავია, რომ „დრაკონებისთვის“ ეს მიჯრით მეექვსე მარცხია და ჩვენთან თამაშს განსაკუთრებული მოტივაციით ხვდებიან.

შემოდგომის ერთა თასი. მეორე ტური

21 ნოემბერი. 21:15 საათი (საქ. დრო)

ჰლანეჰლი. პარკ ი სკარლეთ

უელსი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (84 კეპი, 53 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (4 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (26 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (68 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (87 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (17 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (53 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (63 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (60 კეპი, 15 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (3 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (27 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (14 კეპი, 5 ქულა), 8. ბექა გორგაძე (29 ქულა, 40 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 18. ლექსო ყაულაშვილი (2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (3 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (59 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (27 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), 23. თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა).

უელსისა და საქართველოს დაპირისპირება ჰლანეჰლიში, „პარკ ი სკარლეთსზე“ 21 ნობერს შედგება.
შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი